ქობულეთში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისი გაიხსნა
ქობულეთში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისი გაიხსნა
13:10 23.06.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, დღეს ქობულეთში პარტიის ახალი ოფისი გახსნა.  როგორც „ნიუსპრესის“ ბათუმის ბიუროს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, „თავისუფალი საქართველოს“ ქობულეთის ოფისის ხელმძღვანელად კუკავამ ლადო გორგილაძე დაასახელა.

ამასთან, როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავარი მიზანია, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს ქართული ციტრუსი და აღდგეს ის სავაჭრო ურთიერთობები, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის იყო.
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქობულეთის ოფისის გახსნას „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც ესწრებოდა.
მისი განცხადებით პარტია „თავისუფალი საქართველო“ არის სწორი ორიენტაციის პარტია და სწორედ ამ მიზეზით დაესწრო ის პარტიის ოფისის გახსნას ქობულეთში.




ბეჭდვა