რომის ხელშეკრულების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
რომის ხელშეკრულების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
10:21 24.03.2017
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს რომის ხელშეკრულების 60 წლისთავისადმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინტიტუტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ევროკავშირი 60-ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართება.
ღონისძიება გაიხსნება გამოფენით "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ასახავს.
ღონისძიებას გახსნიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მაოდგილე კარლო ნატალე, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე დიპკორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.

ბეჭდვა