ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს
ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს
10:55 23.03.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 22 მარტს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, დაშავებულთ კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.


ბეჭდვა