ბათუმში კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა “ გაიმართება
ბათუმში კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა	“ გაიმართება
10:02 23.06.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, 10-12 ივლისს ბათუმში, მე-9 საერთაშორისო კონფერენცია  „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ გაიმართება.

კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს,მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის
საკითხებს,გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს,ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს ეძღვნება.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა აკრედიტაცია 29 ივნისამდე უნდა გაიარონ.

ბეჭდვა