დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
10:43 23.03.2017
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2017 წლის 23 მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო;
მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი
თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
2. საქართველო-ნატო;
2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები
2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი
მომხსენებელი: დავით დონდუა
თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დათუნა რაქვიაშვილი
3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში;
მომხსენებელი: ლევან იზორია
თანამომხსენებელი: ვლადიმერ ჩაჩიბაია
4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“;
მომხსენებელი: დათუნა რაქვიაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.
უშიშროების საბჭოს სხდომა 17:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა