ივანიშვილი - საყიდლებზე მილანში ჩასული პრეზიდენტის ფოტოების გავრცელება კალაძის ორგანიზებული იყო
ივანიშვილი - საყიდლებზე მილანში ჩასული პრეზიდენტის ფოტოების გავრცელება კალაძის ორგანიზებული იყო
19:11 22.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საყიდლებზე მილანში ჩასული პრეზიდენტის ფოტოების გავრცელება  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კახი კალაძემ უზრუნველყო.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
კოალიციის ლიდერმა მილანში კალაძის ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხვედრის შესახებ მედიის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსურდია.
„როდესაც კახის ამასთან დაკავშირებით ვკითხე, მან იხუმრა, რომ მილანში სააკაშვილს შეხვდა და მე ეს ფაქტი ხომ არ მქონდა მხედველობაში“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მის გუნდში იმდენად სუფთა წარსულის ხალხია, რომ ხელისუფლება იძულებულია, მსგავსი სისულელეები შეთხზას.

ბეჭდვა