ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ახალი მოადგილეები ჰყავს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ახალი მოადგილეები ჰყავს
12:51 21.03.2017
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღეს.

ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ფრაქციის წევრებს, თავმჯდომარის ახალ მოადგილეებად პარლამენტის წევრების: ბექა ოდიშარიას, დავით მათიკაშვილის და ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურები წარუდგინა.

ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი კანდიდატურები, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად ერთხმად აირჩიეს.

ბეჭდვა