მიხეილ ჯანელიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
13:30 17.03.2017
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურად მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის 2017 წლის მანძილზე დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს. ყურადღება, ასევე გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა მ/წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების საკითხზე, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება. ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა.

ბეჭდვა