ვეფხვაძის შეფასებით, პოლიციელების გათავისუფლებით უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები დაირღვა
ვეფხვაძის შეფასებით, პოლიციელების გათავისუფლებით უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები დაირღვა
17:19 22.06.2012
პოლიციელთა გათავისუფლებით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები დაირღვა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს   „ქრისტიან–დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კომისია ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის მიზნით შეიქმნა და ყველა საჯარო დაწესებულებას მისცა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ არჩევნებამდე კადრების როტაცია არ განახორციელონ.
,,ვფიქრობ, ეს ამ რეკომენდაციის დარღვევაა და კომისიამ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს. ფორმალურად, ეს რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის, თუმცა, არსებობს პოლიტიკური ნება და უნდა გავარკვიოთ, რატომ არ ასრულებენ მას სახელმწიფო უწყებები“ – აცხადებს ვეფხვაძე.
საპატრულო პოლიციის რიგებიდან 32 პოლიციელია გათავისუფლებული, რასაც შსს გეგმიური როტაციის პროცესს უკავშირებს და ამაში პოლიტიკური სარჩულის ძიებას უსაფუძვლოს უწოდებს.

ბეჭდვა