კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
დააყადაღოს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
კოალიციის ლიდერი განმარტავს, რომ მას თავის სახელზე აქვს უძრავი ქონება საჩხერეში, ბაკურიანსა და ურეკში.
„თუმცა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ქონება ჩემს გვარზეა თუ არა. მათ შეუძლიათ დააყადაღონ ყველაფერი, სადაც გამივლია და სადაც ვცხოვრობ“-აღნიშნა მან.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ იგი ქართულ კომპანიებში წილებს არ ფლობს.
„ქართუ ბანკში“ ჩემი წილი 2 მაისს გავასხვისე. ის ჩემს შვილს უტას გადავეცი“ - აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ის არაკანონიერია.
