მეუფე ისაია - ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავის ინოვაციურ ნაწილზე მსჯელობა აქტიურ რეჟიმში უნდა წარიმართოს
მეუფე ისაია - ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავის ინოვაციურ ნაწილზე მსჯელობა აქტიურ რეჟიმში უნდა წარიმართოს
17:05 22.06.2012
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავის მშენებლობა-რეკონსტრუქცია ახალი მასალით  ისე უნდა მოხდეს, რომ ძველი სტილი შენარჩუნებული იქნას.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ტაძრის რესტავრაციის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მეუფე ისაიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ტაძრის სრულ აღდგენაზე სამართლიანი იყო და ამ საკითხზე მუშაობას ორმხირივი კომისია გააგრძელებს. ხოლო რაც შეეხება ტაძრის დასავლეთ მკლავის ინოვაციურ ნაწილს, მასზე მსჯელობა უფრო აქტიურ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

„ჩვენი მთხოვნაა, რომ ახალ მასალაში, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული დასავლეთ მკლავის რესტავრაციასა და მშენებლობაში, ძველი სახე განმეორდეს. ეს ტაძარს შიგნითა მხრდიან შეუნარჩუნებს იმ ისტორიულ მთლიანობას, რომელიც ამ პერიოდის დიდ ტაძრებს ჰქონდათ“ - აღნიშნა მეუფე ისაიამ.

მისივე თქმით, ასევე გადასაწყვეტია მუზეუმის კონცეფცია და ეს საკითხი უახლოეს მომავალში უნდა დამუშავდეს.

„რეკონსტრქუციის პროექტი დასავლეთ მკლავში მას შემდეგ უნდა გაგრძელდეს, როცა დასრულდება მსჯელობის პროცესი კულტურის სამინისტროსთან და რესტავრატორებთან“ - აღნიშნა მეუფე ისაიამ და დასძინა, რომ პატრიარქის ბრძანება რეკონსტრუქციის შეჩერებაზე ტაძრის სხვა ნაწილებს არ ეხებოდა.

ბეჭდვა