სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფების მორიგი გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
მეორე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხები შედის,ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის შესაბამის თავებზემუშაობს.
„როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით ორი კვირის წინ, ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციის შესაბამისი თავების განხილვა. პრაქტიკულად, გავიარეთ პარლამენტის თავი,სახელმწიფო კონტროლი და ამ ნაწილში დარჩა კონსტიტუციის გადასინჯვის თავის განხილვა. განსახილველი გვაქვს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მომწესრიგებელითავი, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხები“,-განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფიმუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
