„ქართულმა ოცნებამ“ ბოლნისში მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი დარეჯან ხვისტანი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ ბოლნისში მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი დარეჯან ხვისტანი წარადგინა
16:09 22.06.2012
პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ბოლნისში ოფისის გახსნის ცერემონიაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარეჯან ხვისტანი წარადგინა.

ახალი ოფისი კოალიციის ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა გახსნეს.

როგორც ოფისის გახსნაზე სუბარმა განაცხადა, პროფესიით ექიმი ხვისტანი, ადგილობრივ სამშობიარო სახლში მუშაობს.

კოალიციის „ქართული ოცნების“ ოფისი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს.

ბეჭდვა