პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის შეფასებით, საქართველოში თითქმის ყველა ძირითად ფსიქიატრიულ სინდრომსა და დაავადებასთან
მიმართებაში ისეთივე მაჩვენებელია რაც მთელ მსოფლიოში.
"ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ზუსტი სტატისტიკის შექმნა ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ყველასთან მიხვიდე და გამოკითხო დეპრესია თუ აწუხებს, აჟიტაციაში თუ არის, ყურადღების დეფიციტი თუ აქვს და ასე შემდეგ. ამას ვერ გამოიკვლევ. ამისათვის მიმართვიანობის სტატისტიკას უნდა გადავხედოთ. სორედ მიმართვიანობის სტატისტიკის გაუმჯობესებისკენ, ანუ სტიგმის დაძლევისკენ არის მიმართული დღევანდელი შეხვედრა, რომ ეს ყველაფერი ადეკვატურ რელსებზე დადგეს" – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ თოიძემ.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე მსჯელობენ. დისკუსიის ორგანიზატორები კავშირი "თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის", "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და კავშირი "მშობელთა ხიდი" არიან.
