ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუ"-ს ხელმძღვანელის, იური ვაზაგაშვილის განცხადებით, მას მიხეილ სააკაშვილამდე
მისატანი გზავნილების ობიექტურად გადაცემაში ოპოზიციონერი პარლამენტარების იმედი აქვს.
როგორც მან საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე მოწვეულები არიან ის დეპუტატები რომელთა ჭეშმარიტ ოპოზიციონერობასა და გულწრფელობაში მას ეჭვი არ ეპარება.
"ჩვენ პარლამენტის წევრები იმისთვის მოვიწვიეთ, რომ გადავცეთ მათ ყველა ის საკითხი პარლამენტში სააკაშვილის მოსვლისას გასაცნობად, რომელიც ამდენი წელია გვაწუხებს. აქ მოწვეული გვყავს სწორედ ის დეპუტატები, რომლებისაც გვჯერა და ნამდვილად ვიცით, რომ ისინი ოპოზიციურად განწყობილები იქნებიან და იმ მოსალოდნელ სპექტაკლში არ მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც სავარაუდოდ მომავალ კვირას პარლამენტში ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს" - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.
დარბაზ "ჯაზუს" დღეს პარლამენტართაგან გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია სტუმრობდნენ.
