საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს ძალით უპირისპირდებიან, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში
ვითარება ჩიხში შეიყვანოს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში ქრისტიან - დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწყებული„გლობალ ტვ“-ს ანტენების დაყადაღების პროცესი პირდაპირი ძალის დემონსტრირებაა დაშინების მიზნით და ივანიშვილისთვის გაცემული პასუხი.
„ორივე მხრიდან ძალის დემონსტრირება არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნით, რადგან ამან შესაძლოა, ვითარება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩიხში შეიყვანოს“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგემლობა იმაზე, რომ სიტუაცია ამ მიმართულებით არ განვითარდეს, ხელისუფლებას ეკისრება.
