ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მათ სოლიდარობას უცხადებს.
როგორც დღეს დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის სოლიდარობას უცხადებს ასევე, იმ პოლიციელებს, რომლებიც სტრუქტურაში მუშაობენ და მოუწოდებს მათ, კანონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობა განაგრძონ.
მისი თქმით, ამ სტრუქტურაში მხოლოდ ერთი ჯგუფია, რომელიც კრიმინალური რეჟიმის სამსახურშია.
პოლიციელების გათავისუფლებას საპატრული პოლიცია ჩვეულებრივ როტაციას უკავშირებს.
