ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში მედია
პლურალიზმს საფრთხე არ უნდა შეექმნას, რასაც ხელისუფლება ხელს შეუწყობს.
ამის შესახებ მდინარაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„რუსთავი 2“-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას. საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედია პლურალიზმი და ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ. ამას არანაირის საფრთხე არ უნდა შეექმნას. ხოლო გუშინდელ განცხადებებს ვადევნებდით თვალყურს და როგორც ჩანს, გვარამია დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაიწყო „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ მფლობელთან მოლაპარაკებები ტელეკომპანიის ყიდვის შესახებ“- განაცხადა მდინარაძემ.
უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
