მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ირანის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
  მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ირანის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
09:39 03.03.2017
საქართველოში ირანის ახლადდანიშნულმა ელჩმა სეიდ ჯავად ყავამშაჰიდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხები და მიმდინარე წლის განმავლობაში თანამშრომლობის განვითარების გეგმები განიხილეს.
ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. გამოითქვა იმედი, რომ სეიდ ჯავად ყავამშაჰიდის საქართველოში მოღვაწეობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანას.



ბეჭდვა