ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში
შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე იმ პრობლემებს განიხილავენ, რომლებსაც მოსახლეობას მავთულხლართები უქმნის.
ერგნეთში ასევე, მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინცინდენტებზე ისაუბრებენ. მათ შორის, ბოლო დროს ოკუპანტების მიერ 7 მოქალაქის დაკავებისა და 69 წლის ამირან გუგუტიშვილის ცემის ფაქტზე.
