გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა მდინარე ენგურზე, საქართველო, კიდევ ორი გადასასვლელი
პუნქტის დახურვის გეგმასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვის ზიანის მომტანი იქნება.
„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას ვუერთდებით, რომ არსებული გადასასვლელი პუნქტების ფუნქციონირება გაგრძელდეს, რათა თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნებით უზრუნველყოფილი იქნას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეების მისამართით აქამდე გაჟღერებულ მოწოდებებსაც ვუსვამთ ხაზს, რომ ხელშესახები პროგრესის მიღწევის პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთონ და ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან თავი შეიკავონ, რომელმაც შესაძლოა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და საფრთხე შეუქმნას მოლაპარკებების მიმდინარეობას უარყოფითი გავლენა მოახდინოს“ - აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა .
