გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
 გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
17:29 01.03.2017
საქართველოს პრემიერ-მინსტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაიანისს შეხვდა.
მისი განცხადებით, საქართველო არის და იქნება ძალიან სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე, რომელიც ევროკავშირის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ანტონიო ტაიანის ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და იგი საქართველოში მიიწვია.

ევროპარლამენტში გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.

კვირიკაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საუბრისას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას დაუთმეს ყურადღება.


ბეჭდვა