ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეგულაციას მოეწერა ხელი
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეგულაციას მოეწერა ხელი
17:26 01.03.2017
ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემიონია გაიმართა.
ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

ბეჭდვა