"ჯაზუში" არასამთავრობოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა
"ჯაზუში" არასამთავრობოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა
15:47 24.02.2012
ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა  საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, დებატების დროს გამოსატანი სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. უკვე ცნობილია, რომ მათ შორის იქნება ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და ამ პიროვნებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ბეჭდვა