საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის
საბჭოს მიერ რეგულაციაში ცვლილების დამტკიცება საქართველოს ვიზალბერალიზაციის პროცესში ბოლო ნაბიჯია.
ამის შესახებ პრემიერმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპულოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ რეგულაციაში საბოლოო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს საბოლოო ნაბიჯია. საქართველოს მოქალაქეებს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვულოცავ. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა საქართველოსთან სავიზო რეჯიმის ლიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა გამოხატა. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას მოეწერება ხელი და რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობას ევროკავშირის, შენგენის წევრ ქვეყნებში მიმოსვლას“- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპულოსს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„მართლაცდა სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციისა და საშინაო საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას პირადი ძალისხმევისთვის საქართველოს-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ასევე ვაფასებთ ვეროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას. უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს. პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასტან ერთად ეს მიღწევა საქრათველოს მტავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და იბნსტიტუციური რეფორმების გასაგრძელებ;ლად მეორე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, გახლავთ ის, რომ ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა“- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლება ფართო უვიზო რეჟიმის წესებტან დაკავშირებით საინფორმაცო კამპანიას აწარმოებს, რათა შესაძლო რისკები თავიდან იქნას აციებული.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენო თანამემამულენო. ასევე ვულოცავ ევროპასაც, რადგან დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა ევროპულ ოჯახთან. ევროკავშირათან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები, კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო მიმოსვლა ევროიკავშირში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული საგანმანათლებლო კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მნიშვნეოვანია რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რაც უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდეგ ეკისრება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ჩვენ ვაწარმოებთ ფართო საინფორმაციო კამპანიას უვუზო მიმოსვლის წესების შესახებ.
ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თოთოეული მოქალაქე განსაკუთრებით პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის წესებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
