ცესკოში ხვალ მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართება
ცესკოში ხვალ მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართება
19:24 21.06.2012
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის თემაზე მორიგი მრგვალი გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილავენ რა პრობლემები გამოიკვეთა მონიტორინგის შედეგად გამჭირვალობის უზრუნველყოფის პროცესებში და სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული თემატიკის შესახებ რეკომენდაცია შემუშავდება.
შეხვედრას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო); ახალგაზრდა იურისტთა ასიციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენლები დაესწრებიან.
აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).



ბეჭდვა