„ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ვეფხვაძემ მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატების“ საარჩვენო პროგრამაც გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზეც ესაუბრა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ თემას დასაქმების საკითხი წარმოადგენდა, რაც ლევან ვეფხვაძის განცხადებით საკმაოდ მწვავედ დგას აღნიშნულ ქალაქში.
„რუსთავში საკმაოდ ბევრი პრობლემებია, ერთ ერთი მთავარი უმუშევრობაა, გარდა ამისა, ის რომ თავის დროზე ქალაქში შემოღებულ იქნა გაზი კუმშვის კოეფიციენტი, რომლის გამოც თუ თბილისში გაზი 50 თეთრი ღირს, რუსთავში ზამთარში 60 თეთრამდეც ადის და თუ ეს არ იცის მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ცუდია“-განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ რუსთავის მოსახლეობას პრობლემები დენის და წყლის გადასახადებთან დაკავშირებითაც აქვს.
