პრეზიდენტი ფეხბურთელ რამაზ შენგელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრეზიდენტი ფეხბურთელ რამაზ შენგელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
17:13 21.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს  სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ხაშურში, გაზსადენის გახსნისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დიდი ქართველი ფეხბურთელის გარდაცვალების ამბავმა მას გული ძალიან დასწყვიტა, ვინაიდან რამაზ შენგელია საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ასოცირდება.

„რამაზ შენგელიას გარდაცვალება ქართული საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგია, რადგან ის უფრო მეტი იყო ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ სპორტსმენი. ის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების და ემოციის სიმბოლო იყო“-აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისურვა, რომ საქართველოში შენგელიას მსგავსი პატრიოტი ბევრი დაიბადოს.

რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბეჭდვა