კონტროლის პალატა ბეჟაშვილის გადადგომას უარყოფს
კონტროლის პალატა ბეჟაშვილის გადადგომას უარყოფს
17:06 21.06.2012
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან არ გადამდგარა - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოს კონტროლის  პალატიდან აცნობეს.
როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება და ის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რადგან იგი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში.


ბეჭდვა