საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში სტუმრობისას მოსახლეობასთან შეხვედრაზე წარწერით - „მე მიყვარს ხაშური“ მაისური
მოირგო.
„ვანო ჯავახიშვილის ჯინაზე მინდა ვთქვა, გასკდნენ ყველა გულზე ვისაც ხაშური არ მოსწონს და ხანდახან დაცინვის სურვილი აქვს ხოლმე. ახლა კი, ამ მაისურში წავალ და ავავსებ გაზის მილს, რომლითაც გაზს ყველა ოჯახში შევიყვანთ“ - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ოსიაურში გაზსადენი გახსნა.
შიდა ქართლში უკვე გაზიფიცირებულია ხაშური, სურამი და რამდენიმე სოფელი. პროცესის დასრულება რეგიონში წლის ბოლომდე იგეგმება.
