მიხეილ სააკაშვილი - უახლოეს წლებში საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევაზე გადავა
მიხეილ სააკაშვილი - უახლოეს წლებში საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევაზე გადავა
16:15 21.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოფელ ოსიაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას პენსიების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, პენსიების გაზრდა სექტემბრიდან არის დაგეგმილი. მისივე თქმით, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სექტემბრიდან პენსია 140 ლარამდე გაეზრდებათ, მომავალი წლიდან კი, ყველა პენსიონერის მინიმალური პენსია 100 დოლარამდე მოიმატებს.
მიხეილ სააკაშვილი დაზღვევასაც შეეხო და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, სახელმწიფო ორ მილიონზე მეტ მოქალაქეს დააზღვევს.
„უახლოეს წლებში კი, საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევაზე გადავა. არ უნდა დარჩეს ადამიანი, რომელსაც რაღაც პრობლემების გამო, საავადმყოფოებში მკურნალობის საშუალება არ ექნება“-განაცხადა პრეზიდენტმა.

ბეჭდვა