ნათელაშვილი მსოფლიო საბანკო ორგანიზაციებს მსხვილ ქართულ ბაკებთან თანამშრომლობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს
ნათელაშვილი მსოფლიო საბანკო ორგანიზაციებს მსხვილ ქართულ ბაკებთან თანამშრომლობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს
15:24 21.06.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მსოფლიო საბანკო ორგანიზაციებს „საქართველოს ბაკთან“, „ლიბერთი ბანკთან“ „ვითიბი ბანკთან“, „ბანკ  რესპუბლიკსა“ და „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა ბანკებმა ხალხი „სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს“.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ გახდებიან განრისხებული ხალხის მსხვერპლნი, გააძევონ ყაჩაღი ბანკირები სისტემიდან, გამოაცხადონ ბანკების ტოტალური ნაციონალიზაცია, ჩამოაწერონ ხალხს კაბალური პროცენტის უღელი, მოახდინონ ვალების რესტრუქტურიზაცია“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
მან ბანკირთა შავი სიაც წარმოადგინა, რომლებშიც აღნიშნული ბანკების ხელმძღვანელები არიან დასახელებული.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, შავ სიაში წარმოდგენილმა ბანკირებმა საქართველოში ასი-ათასობით ოჯახს ქონება დაუყადაღეს და სახლები გაუყიდეს.

ბეჭდვა