„ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე მსჯელობა გრძელდება
„ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე მსჯელობა გრძელდება
14:17 21.06.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე მსჯელობა ისევ გრძელდება. ამის შესახებ დღეს კოალიციის  წარმომადგენელმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატების ვინაობა ჯერ მხოლოდ იმერეთსა და გურიაშია გადაწყვეტილი.
რაც შეეხება სხვა რაიონებს, ხმალაძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი კონკრეტულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის კონკურენტუნარიანობის მიხედვით გადაწყდება.
„ჯერ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი დღესაც განიხილება როგორც შესაძლო კანდიდატი რამდენიმე საარჩევნო ოლქში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ - აღნიშნა ხმალაძემ.
იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მაჟორიტარების შერჩევის პროცესი დაახლოებით ორ კვირაში დასრულდეს

ბეჭდვა