„რესპუბლიკურმა პარტიამ“ წლის დასაწყისიდან ფინანსური შემოწირულობის სახით 147,456.60 ლარი მიიღო
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ წლის დასაწყისიდან ფინანსური შემოწირულობის სახით 147,456.60 ლარი მიიღო
11:52 21.06.2012
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წლის დასაწყისიდან ფინანსური შემოწირულობის სახით 147,456.60 ლარი მიიღო.

აქედან ყველაზე მსხვილი შემოწირულობა 11 საოფისე ფართია, რომელთა ღირებულება 20 ათას ლარს შეადგენს. ყველაზე მცირე შემოწირულობა 50 ლარია.

პარტიას ასევე არაფინანსური შემოწირულობის სახით მიღებული აქვს 242 ლარის ღირებულების 22 ცალი მაისური.

ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ანგარიშზე დაფიქსირებულია 208,179 ლარის ოდენობის ფინანსური შემოწრულობა.

„თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ყველაზე მსხვილი შემოწირულობა თავად პარტიის ლიდერმა 30 ათასი ლარის ოდენობით გაიღო.

არაფინანსური შემოწირულობის სახით პარტიას მიღებული აქვს ბანერი, პლასტიკური ბარათები და საოფისე ფართი.


ბეჭდვა