ქდმ-ს ყველაზე მსხვილი პარტიული ქველმოქმედი დეპუტატი ლევან ვეფხვაძეა
ქდმ-ს ყველაზე მსხვილი პარტიული ქველმოქმედი დეპუტატი ლევან ვეფხვაძეა
11:35 21.06.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყველაზე მსხვილი ფინანსური შემოწირულობა 20 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა  ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ მიმდინარე წლის მარტში განახორციელა.

პარტიისთვის წლის დასაწყისიდან გადარიცხული შემოწირულობების ჯამი 50 000 ლარს არ აღემატება.

ქდმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარტიის სასარგებლოდ 10 ათასი ლარი გაიღო.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 19 პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფულადი და არაფულადი შემოწირულობის ანგარიში გამოაქვეყნა.


ბეჭდვა