ნინო ბურჯანაძის პარტიამ შემოწირულობისა და საწევროს სახით 54,5 ათასი ლარი მიიღო
ნინო ბურჯანაძის პარტიამ შემოწირულობისა და საწევროს სახით 54,5 ათასი ლარი მიიღო
11:08 21.06.2012
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ შემოწირულობისა და საწევროს  სახით წლის დასაყისიდან ჯამში 54,526.10 ლარი მიიღო.

ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა 4 ათას ლარს შეადგენს. ყველაზე მცირე თანხა საწევროს სახით 2 ლარია დაფიქსირებული.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 19 პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წლის დასაწყისიდან განხორციელებული ფულადი და არაფულადი შემოწირულობის ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.

ბეჭდვა