„ქართული ოცნებისთვის“ ფიზიკური პირების მიერ შეწირული თანხები 1 ლარიდან იწყება
„ქართული ოცნებისთვის“ ფიზიკური პირების მიერ შეწირული თანხები 1 ლარიდან იწყება
10:44 21.06.2012
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანგარიშზე წლის დასაწყისიდან გადარიცხული  ფულადი შემოწირულობის ოდენობამ 43, 923.50 ლარი შეადგინა.

ამ თანხიდან ყველაზე დიდი შემოწირულობა 11,361 ლარი ნოდარ ხადურმა გაიღო.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ წლის დასაწყისიდან
492,917.00 ლარის ფულადი შემოწირულობა მიიღო. ბოლო შემოწირულობა 100 ლარის ოდენობით 14 ივნისს განხორციელდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული ყველაზე დიდი თანხა ფიზიკური პირის ნატო ხაინდრავას მიერ 26 იანვარს გადარიცხული 45 ათასი ლარია, ხოლო ყველაზე მცირე - 1 ლარი.

ამასთანავე, ანგარიშში მითითებულია, რომ 5 პირმა უკანონო გადარიცხვა განახორციელა, რის გამოც გაღებული თანხა ფიზიკურ მათ უკან დაუბრუნდა.



ბეჭდვა