პრაღაში ხვალ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება
პრაღაში ხვალ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება
11:33 06.02.2017
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, ხვალ, 7 თებერვალს გაიმართება.
აბაშიძის განცხადებით, კარასინთან შეხვედრის თემები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო საკითხები და სხვადასხვა ჰუმანიტარული სფეროები იქნება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, თემები. ეს გახლავთ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო საკითხები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. ეს ძალიან დიდი სფეროებია. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს გარკვეული დინამიკა და ახლა შევიკრიბებით იმისთის, რომ განვიხილოთ, რა მდგომარეობაშია ეს დინამიკა“- განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას.

ბეჭდვა