მმართველმა პარტიამ წლის დასაწყისიდან 1 768 492 ლარის შემოწირულობა მიიღო
მმართველმა პარტიამ წლის დასაწყისიდან 1 768 492 ლარის შემოწირულობა მიიღო
10:27 21.06.2012
საქართველოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლის დასწყისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ჯამში 1 მლნ 768 ათას 492 ლარის ოდენობის ფულადი შემოწირულობა მიიღო.

ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა 60-60 ათასი ლარის ოდენობით პარტიაში 14 ფიზიკურმა პირმა შეიტანა. არაფულადი შემოწირულობა კი, არ განხორციელებულა.

კონტროლის პალატამ წლის დასაწყისიდან 19 ივნისის ჩათვლით, 19 პარტიის ანგარიშზე გადარიცხული თანხების შესახებ ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.



ბეჭდვა