კონტროლის პალატამ 19 პარტიის ანგარიშზე გადარიცხული შემოწირულობების ანაგრიში გამოაქვეყნა
კონტროლის პალატამ 19 პარტიის ანგარიშზე გადარიცხული შემოწირულობების ანაგრიში გამოაქვეყნა
10:16 21.06.2012
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებების ფულადი და არაფულადი შემოწირულობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან 19 ივნისამდე მიიღებულ შემოწირულობებს ასახავს.

მასში 19 პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშია წარმოდგენილი.

ანგარიშში წარმოდგენილია ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხები, მოყვანილია ამ პირების პირადი მონაცემები და გადარიცხვის განხორციელების თარიღი.

აღნიშნული მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლის დასაწყისიდან 1,768,492 ლარის შემოწირულობა მიიღო, ხოლო პარტია ქართულმა ოცნებამ 43,923.50 ლარის.

ბეჭდვა