მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა
18:20 03.02.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იან კელისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში იან კელიმ ქართულ მხარეს ევროპარლამენტის მხარდაჭერა და საქართველოს უვიზო რეჟიმის მინიჭება მიულოცა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მაღალი დონის ორმხირივი ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობითე, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ მზადყოფნა და თანამშრომლობა ყველა არსებულ ფორმატში უნდა გაღრმავდეს.
საუბარი საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზების საკითხსაც შეეხო.




ბეჭდვა