"თავისუფალი საქართველოს" რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი დღეს ნუცუბიძის პლატოზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ყრუაშვილის თქმით, თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტი
პრობლემა ნუცუბიძის პლატოზეა. "ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელის კორპუსი პირდაპირ წყალშია. მოსახლეობას ხე აქვს გადებული, რომ კორპუსამდე მიაღწიონ, მოხუცები კი ხელით გადაჰყავთ" - აღნიშნა გია ყრუაშვილმა.
"თავისუფალი საქართველოს" მდივნის განცხადებით, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები პიარზე არინ ორიენტირებული და იქნებ ჯინაზე გაბრაზებულებმა მოაქციონ ამ ხალხს ყურადღება. "კორპუსი წყალშია და ყინვების დროს ცუდი მდგომარეობააა, ხელისუფლებამ მოხედოს ამ ადგილს, რათა უბედურება არ მოხდეს. ცენტრალური მილია გახეთქილი და უკვე რვა თვეა დღეში დაახლოებით 50 ტონა წყალი იღვრება"- განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში გია ყრუაშვილმა.
როგორც "თავისუფალი საქართველოს" რეგიონულმა მდივანმა აღნიშნა, მერია მოდის ამ პრობლემის სანახავად ყველაფერს ხედავენ, თუმცა ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს.
