ამ წუთებში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. კვლევას ერთი წლის
განმავლობაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ატარებდნენ.
მონიტორინგის ფარგლებში, მათ მიერ შესწავლილ იქნა სატელევიზიო მაუწყებლობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
