აკაკი მინაშვილი პრეზიდენტის შეუძლოდ ყოფნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
აკაკი მინაშვილი პრეზიდენტის შეუძლოდ ყოფნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
17:47 20.06.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი არ ადასტურებს დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას  იმის შესახებ, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
“პრეზიდენტის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შექმნია“- განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, „ფეისბუქზე“ დადებული ინფორმაციები სანდო წყარო ვერ იქნება.
აღნიშნული ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც უარყოფენ.
მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავში იმყოფებოდა, სადაც მან საცურაო აუზი გახსნა.

ბეჭდვა