საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს.
უწყების ცნობითვე, მათ ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.
ვახტანგ გომელაურმა და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
