პრეზიდენტმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად რუსთავში ახალი საცურაო აუზი გახსნა
პრეზიდენტმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად რუსთავში ახალი საცურაო აუზი გახსნა
15:45 20.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, რუსთავში ახალი საცურაო აუზი გახსნა.
საცურაო აუზის პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. იგი ოლიმპიურ სტანდარტებს შეესაბამება და საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს. კომპლექსს მცირე და დიდი აუზი, კაფე, საბილიარდო, საუნა და ფიტნესცენტრი აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, აუზზე უფასოდ ივლიან რუსთაველი ათოსანი მოსწავლეები, სულ, 2 500 ბავშვი, 70%-იანი შეღავათით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და რუსეთ- საქართველოს ომში მონაწილეეები, 50%-იანი ფასდაკლებით კი, სტუდენტები, პედაგოგები და დევნილები.
აუზის პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მალე, რუსთავი ინფრასტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი იქნება. აშენდება ახალი ავტობანი, რომლის საშუალებით, პრეზიდენტის განმარტებით, რუსთავიდან თბილისის ცენტრში ჩასვლა უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი, ვიდრე თბილისის ზოგიერთი გარეუბნიდან.

ბეჭდვა