მმართველი გუნდის წარმომადგენელი, დეპუტატი გოკა გაბაშვილი სს "მადნეულისა" და შპს "კვარციტის" კომპანია "კაპიტალ ჯგუფის" მიერ შეძენას, რომლის
აქციონერები რუსი ბიზნესმენები არიან, მიესალმება და აცხადებს, რომ ქართულ ბიზნესში რუსული ფულის შესვლა ცუდი არ არის.
„ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებსაც და სხვადასხვა სახის ცივილიზებულ კონტაქტებს“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი განმარტებით, საფრთხეს წარმოადგენს არა ჩვეულებრივი ბიზნეს ურთიერთობები, არამედ პოლიტიკურ ინვესტიციები.
„თუ რუსული ფული შევა ქართულ პოლიტიკაში ეს არის ცუდი, ხოლო თუ რუსული ფული შევა ქართულ ბიზნესში ეს ცუდი არ არის. ჩვენ არ მივესალემბით რუსულ ბიზნესს, რომელიც ცდილობს იყიდოს ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური ორიენტირები“ – განაცხადა გაბაშვილმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთის შეებრძოლება იმას, თუ რუსული ბიზნესის რომელიმე ჯგუფი ან წარმომადგენელი გადაწყვეტს რუსულ ბიზნესში მოპოვებული ფული დააბანდოს საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შეცვალაში და შეეცდება ის რუსეთის ინტერესებს დაუქვემდებაროს.
„ჩვენ მივესამლებით ტურისტებს, მივესალმებით ბიზნესმენებს თუ ისინი საქართველოში დახარჯავენ ფულს და არ მივესალმებით ტანკისტებს რუსეთიდან, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტოტრიაზე არინ“ – აღნიშნა გაბაშვილმა.
სს "მადნეული" და შპს "კვარციტი" კომპანია "კაპიტალ ჯგუფმა" შეიძინა, რომლის აქციონერები რუსი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.
„კაპიტალ ჯგუფის“ მფლობელობაში კომპანია NevaRus-ი შედის, რომელიც სომხურ სამთო-მომპოვებელ ბიზნესში საქმიანობს. 2011 წლის ოქტომბერსა და 2012 წლის თებერვალში საჯარო აუქციონში მონაწილეობის შედეგად, ჯგუფმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები 204 მლნ ლარად შეიძინა.
