პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატელევიზიო სივრცის კონტროლის შეწყვეტას სთხოვს.
ამ მოთხოვნით, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია კომისიიის შენობასთან გამართეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა ძაგნიძემ განაცხადა, თავისუფლად მაუწყებლობის საშუალება მხოლოდ იმ სატელევიზიო არხებს ეძლევათ, რომლებიც სახელისუფლებო პროპაგანდისტულ ინფორმაციას აშუქებენ, ზოგიერთი მედიასაშუალება კი, საერთოდ დაბლოკილია.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელემედიისთვის თავისუფალი სივრცე შექმნას.
„მოვითხოვთ, მედიაში ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობები იყოს და საზოგადოებას ალტერნატიული ინფორმაციის მოსმენის საშუალება მიეცეს“- განაცხადა ძაგნიძემ.
მისივე თქმით, აქციით მონაწილეები კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს ახსენებენ, რომ ის არა სააკაშვილის, არამედ, საზოგადოების სამსახურში უნდა იყოს.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დღევანდელი აქცია კამპანია - „ჩემი უფლებაა ვიცოდეს“ ფარგლებში გაიმართა.
კამპანია ყველა იმ ზეწოლის გაპროტესტებას გულისხმობს, რომელსაც ხელისუფლება მედიასივრცეზე ახორციელებს.
