„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ხვალ მარეგულირებელ კომისიასთან აქციას გამართავს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ხვალ მარეგულირებელ კომისიასთან აქციას გამართავს
19:48 19.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ხვალ მარეგულირებელ კომისიასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა.  

ზურაბიანის განცხადებით, მარეგულირებელ კომისიასთან აქციის მონაწილეები სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვას გააპროტესტებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული კამპანიით აქციის მონაწილეები მხარს სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიას დაუჭერენ, რაც, მათ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიაჩნიათ.

ბეჭდვა