პავლე კუბლაშვილი ვანო ჩხარტიშვილს მითვისებული ანაბრების დაბრუნებას ურჩევს
პავლე კუბლაშვილი ვანო ჩხარტიშვილს მითვისებული ანაბრების დაბრუნებას ურჩევს
19:38 19.06.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ბრიტანეთში მყოფ ქართველ ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილს ურჩევს, ტელეკომპანია „მზის“ ნაცვლად,  მოქალაქეების მითვისებული ანაბრების დაბრუნებაზე იზრუნოს.
„თუ ვინმე საქართველოში კორუფციასთან იყო ასოცირებული, ეს არის ვანო ჩხარტიშვილი“ – განუცხადა „ნიუსპრესს“ კუბლაშვილმა ჩხრატიშვილის გეგმების კომენტირებისას.
მისი თქმით, ჩხარტიშვილმა დღეს რამდენიც არ უნდა ეცადოს „შთაგონებული იდეებით საზოგადოებას თავი მოაწონოს, არ გამოუვა“.
„თუ ჩხარტიშვილს რამისთვის ბრძოლა მართლა სურს, დაიწყოს ბრძოლა ანაბრების დაბრუნებისთვის“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ტელეკომპანია „მზე“ ჩხარტიშვილისთვის არავის წაურთმევია და ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს.
ქართველი ბიზნესმენი, ყოფილი დეპუტატი ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზეში“ მისი წილის მითვისებაში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და დავას საქართველოსა და საერთაშორისო სასამართლოებში წარმართავს გეგმავას.


ბეჭდვა